კილიან მბაპე - „ლივერპული“ მანქანა გახდა
კილიან მბაპე - „ლივერპული“ მანქანა გახდა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ მაღალი შეფასება მისცა იურგენ კლოპის „ლივერპულს”.

„ამ სეზონში „ლივერპული“ პრემიერლიგაში მანქანა გახდა. მათ ისე გააკეთეს, რომ გამარჯვება ძალიან იოლი გახდა, არადა, სინამდვილეში, ასე არასოდეს არ არის. შედეგები, რომლებიც მათ აქვთ, შემთხვევით არ მოდის, ეს არის უმძიმესი სამუშაო მოთამაშეებისთვის და ძალიან კარგი მწვრთნელისთვის“, – თქვა მბაპემ.

„ლივერპულს“ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს წაგებული და ახლოს არის ბოლო 30 წელიწადში პირველად გახდეს ინგლისის ჩემპიონი.