კილიან მბაპე – ჩვენ ვერ ვაჩვენეთ იმ ხარისხის ფეხბურთი, რომ ფინალში გავსულიყავით #1TVSPORT
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, კილიან მბაპემ ესპანეთის ეროვნულ გუნდთან მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომელშიც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი 0:2 დამარცხდა.
„უამრავი ტექნიკური ხარვეზი გვქონდა და წინასწარ შემუშავებული ტაქტიკა ვერ განვახორციელეთ. მუნდიალის ნახევარფინალში გამარჯვება შეუძლებელია, თუ მოედანზე იმას არ აკეთებ, რაც ასეთ ეტაპს შეეფერება.ჩვენ ვერ ვაჩვენეთ იმ ხარისხის ფეხბურთი, რომ ფინალში გავსულიყავით“, – განაცხადა კილიან მბაპემ.
ფრანგი ფეხბურთელი კარიერაში მესამე მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს და ტურნირის ფინალში პირველად ვერ ითამაშებს.
2018 წელს მბაპე, საფრანგეთთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო 2022 წელს ფინალში არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.