კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგაზე კვირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ფრანგი თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგაზე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, – იუწყება უეფა-ს პრესსამსახური.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში პარიზელებმა „სოსიედადი“ სწორედ კილიან მბაპეს დუბლის წყალობით დაამარცხეს (2:1).
ფრანგის მთავარი კონკურენეტი „ბაიერნის“ ინგლისელი თავდამსხმელი ჰარი კეინი იყო, რომელმაც, მბაპეს მგავსად, „ლაციოსთან“ მატჩში (3:0) დუბლი შეასრულა.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში კილიან მბაპემ რვა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ექვსი გოლის ავტორი გახდა.