კილიან მბაპე 2022 წლის საუკეთესო ბომბარდირია #1TVSPORT
კილიან მბაპე 2022 წლის საუკეთესო ბომბარდირია #1TVSPORT

სტატისტიკურმა პორტალმა OptaStats-მა 2022 წელი შეაჯამა.

გასულ კალენდარულ წელს ყველაზე მეტი გოლი კილიან მბაპემ გაიტანა – მან 56 გოლი დააგროვა „პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრებში.

მბაპეს 10 გოლის ჩამორჩება და მეორე ადგილზეა „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი. მესამე პოზიციაზეა რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“) – 42 გოლი.

37-37 გოლით მეოთხე ადგილს იყოფენ მეჰდი თარემი („პორტუ“) და კრისტოფერ ნკუნკუ („ლაიპციგი“). 35-35 გოლით მათ მოჰყვებიან: ლიონელ მესი („პარი სენ-ჟერმენი“), რიკარდო გომესი („პარტიზანი“), ჰარი კეინი („ტოტენჰემი“) და ქარიმ ბენზემა („რეალი“).

* მბაპემ 56 გოლი 56 მატჩში გაიტანა, ანუ თამაშში საშუალოდ ერთი გოლი გაჰქონდა. საშუალო შედეგიანობა მხოლოდ ერლინგ ჰალანდს აქვს უფრო მაღალი – 1.07.

* 2022 წელს ფრანგმა ფეხბურთელმა ხუთი ჰეთ-თრიკი (ერთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში) და 10 დუბლი შეასრულა.