კიკეთში, ერთ-ერთ სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული
კიკეთში, ერთ-ერთ სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

კიკეთში, ერთ-ერთ სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ადგილზე ყვითელი ლენტია შემოვლებული. პოლიციელები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ტერიტორიაზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

ამ ეტაპზე, უცნობია კიკეთში სროლის დამატებითი დეტალები, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაიჭრა რამდენიმე ადამიანი.

შსს-ს ცნობით, კიკეთში დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი. ამ დროისთვის მის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს“, – განაცხადეს შსს-ში.