კიკე სანჩეს ფორესი ესპანეთის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია
კიკე სანჩეს ფორესი ესპანეთის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია

ესპანიოლის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი ძირითადი კანდიდატია ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, – ამის შესახებ ინფორმაციას Sport.es-ი ავრცელებს.

ესპანეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში პენალტების სერიაში წააგო რუსეთთან და ტურნირს გამოეთიშა.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია დაუკავშირდა ფლორესს, როცა ხულენ ლოპეტეგი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებიდან ორი დღით ადრე გაუშვეს პოსტიდან. თუმცა მთავარ მწვრთნელად ფერნანდო იერო დანიშნეს.