კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, მათ შორის ხუთი მცირეწლოვანია
კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, მათ შორის ხუთი მცირეწლოვანია

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 31-მდე გაიზარდა, მათ შორის ხუთი ბავშვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საერთო ჯამში, დაშავდა 159 ადამიანი, მათ შორის 16 ბავშვი. ზელენსკის მტკიცებით, ივლისში რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 5 100-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, 3 800-ზე მეტი „შაჰედის“ ტიპის უპილოტო აპარატი და სხვადასხვა ტიპის თითქმის 260 რაკეტა გამოიყენეს, რომელთაგან 128 ბალისტიკური იყო.

„ყველა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. ამ დროისთვის ცნობილია 31 ადამიანის დაღუპვის შესახებ, მათ შორის ხუთი ბავშვის. ყველაზე პატარა ბავშვი მხოლოდ ორი წლის იყო. დაშავდა 159 ადამიანი, მათ შორის 16 ბავშვი. ყველა მათგანი ამჟამად საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებს. მოსკოვზე დამატებითი ზეწოლა და სანქციები აუცილებელია, რადგან ისინი ეფექტურია, რამდენადაც არ უნდა უარყოფდეს ამას კრემლი. მტერი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობაზე დარტყმებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ გაჩუმდეს ამის შესახებ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ჩვენს ხალხს. ჩვენ ვაფასებთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი, ევროპის ლიდერები, ჩვენი სხვა პარტნიორები ნათლად ხედავენ, რა ხდება და გმობენ რუსეთს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.