კიევზე რუსეთის თავდასხმას საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ხანძარი და სამედიცინო ობიექტის დაზიანება მოჰყვა, დაშავდა შვიდი ადამიანი
კიევზე რუსი სამხედროების თავდასხმას საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ხანძარი და სამედიცინო დაწესებულების დაზიანება მოჰყვა.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევში შვიდი ადამიანი დაშავდა.
დაჭრილებიდან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენები კი ამბულატორიულ მკურნალობას გადიან.
კლიჩკომ ასევე აღნიშნა, რომ შევჩენკოეს რაიონში დრონის დარტყმამ ექვსსართულიან საცხოვრებელ შენობაში ხანძარი გამოიწვია. მოგვიანებით გაირკვა, რომ იქ მდებარე შენობა ნაწილობრივ განადგურდა.
ხანძარი ასევე გაჩნდა ახლომდებარე სამსართულიან შენობაში. ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ.