კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები
კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

რუსებმა კიევზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. მედიის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი.

დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, გამთენიისას რუსებმა კიევის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაისროლეს, რომლებიც საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს. მერის თქმით, ერთი რაკეტა შევჩენკოვსკის რაიონში საცხოვრებელ სახლს დაეცა, რომლის ნანგრევებში მშვიდობიანი მოქალაქეები მოყვნენ.

კლიჩკოს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულია ორი ადამიანი. ამჟამად ადგილზე კვლავ გრძელდება სამაშველო სამუშაოები.

შევჩენკოვსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ჩამოვარდა რაკეტა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ნანგრევების ქვეშ არიან ადამიანები. ზოგიერთი მცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა, ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველები აგრძელებენ მუშაობას, ექიმები ადგილზე იმყოფებიან”,- წერს დედაქალაქის მერი.

ამასთან, მედიის ცნობით, კიდევ ერთი რაკეტა საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.