კიევში, საქალაქო საბჭოს წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სახეზე „ბრილიანტის მწვანე“ შეასხეს.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისი თქმით, დეპუტატ სერგეი გუსოვსკიზე თავდასხმა სესიის დაწყებამდე, დილის საათებში მოხდა.
ბოროტმოქმედები პოლიციამ უკვე დააკავა. თავად კანონმდებელი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმები მხედველობის შენარჩუნებისთვის იბრძვიან.