კიევში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

15:17, 21.10.2026

კიევში 24-სართულიანი შენობის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინული მედიის თანახმად, ქვეყნის დედაქალაქზე თავდასხმა დრონებით განხორციელდა. თავდასხმის შედეგად შენობის მე-20 სართულზე ხანძარი გაჩნდა.

დესნიანსკის რაიონში დრონი გაჩერებულ მანქანებს დაეჯახა, ხოლო სოლომენსკის რაიონში, დრონი ღია სივრცეში ჩამოვარდა.

20 ოქტომბერს რუსულმა ძალებმა განმეორებით შეუტიეს როვნოს რეგიონში მდებარე ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრს“. დარტყმებს მასშტაბური ხანძარი მოჰყვა. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი