კიევში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
კიევში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

კიევში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მეხუთე ცხედარი მაშველებმა გვიან ღამით აღმოაჩინეს.

მეხუთე გარდაცვლილი საცხოვრებელი სახლის უკანასკნელი მცხოვრები იყო, რომელიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა.

აფეთქება კიევში, ათსართულიან კორპუსში 21 ივნისს მოხდა. აფეთქების შედეგად, დაინგრა მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე სართულები.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ძირითად ვერსიად პოლიცია გაზის აფეთქებას ასახელებს.