კიევში სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო
კიევში სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო

კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები კორუფციაში დაადანაშაულა. მისი თქმით, სანამ პროკურატურა მისი დევნითაა დაკავებული, უკრაინაში ახალგაზრდა ხალხს ხოცავენ, პოლიცია კი მათ დასაცავად არაფერს აკეთებს.

მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა სასამართლო დარბაზში მყოფ საზოგადოებას. პროცესს რამდენიმე უკრაინელი დეპუტატი და უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი ესწრება.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მის უმცროს შვილთან ერთად მივიდა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მიზანია, ბავშვმა დაინახოს როგორც ასამართლებს სიმართლისთვის მებრძოლ ადამიანებს რეჟიმი.