კიევში, რუსეთის საელჩოს გვერდით ბორის ნემცოვის სახელობის სკვერი გახსნეს
კიევში, რუსეთის საელჩოს გვერდით ბორის ნემცოვის სახელობის სკვერი გახსნეს

კიევში მოკლული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის სახელობის სკვერი გახსნეს. უკრაინის დედაქალაქში გამართულ ცერემონიას ესწრებოდნენ ბორის ნემცოვის ფონდის თავმჯდომარე ვლადიმერ ლარა-მურზა უმცროსი, ნემცოვის შვილი ჟანა ნემცოვა, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, ასევე უკრაინელი დეპუტატები.

ბორის ნემცოვის სახელობის სკვერი რუსეთის საელჩოს გვერდით გახსნეს. ეს გადაწყვეტილება კიევის მთავრობამ ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს მიიღო.

ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში, კრემლის მახლობლად მოკლეს.

პოლიტიკოსის სახელი ეწოდა ასევე ვაშინგტონში რუსეთის დიპლომატიურ მისიასთან მდებარე მოედანს და სკვერს ვილნიუსში. ნემცოვის სახელობის სკვერის გახსნა ასევე დაგეგმილია ტორონტოში, ლონდონსა და ვარშავაში.