კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად „თემო სუხუმსკი“ დააკავეს
კიევში სამართალდამცველებმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად „თემო სუხუმსკი“ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ აბროსკინმა გაავრცელა.
„კიევში დღეს ნაციონალური პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მორიგი ტურისტი დააკავეს – „კანონიერი ქურდი“ მეტსახელად „თემო სუხუმსკი“, – წერს აბროსკინი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“. მისი თქმით, დაკავებულს არ ახსოვს, როგორ და რა მიზნით მოხდა ის უკრაინაში.
აბროსკინის ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდი სხვა კრიმინალებთან შეხვედრისას დააკავეს.
„ბოლო წლებია, ისინი კრანაში იკრიბებიან, როგორც ფუტკრები თაფლთან. რისთვის აგზავნის რუსეთის „ეფ-ეს-ბე“ მათ ასეთი რაოდენობით ან ვინ ეძახით მათ ჩვენთან?“, – წერს აბროსკინი.
უკრაინის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაკავებულს საქართველოში გაადეპორტებენ. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ამგვარი პირების მიმართ მკაცრი კანონმდებლობა მოქმედებს და მწუხარება გამოთქვა, რომ უკრაინაში არ მოქმედებს მსგავსი კანონმდებლობა.
„იქ არის სახელმწიფოს ურყევი პოზიცია: პოლიციამ დააკავა, პროკურორმა მხარი დაუჭირა პოლიციას, მოსამართლემ კი დიდი ხნით გაუშვა ციხეში… ჩვენ დღეს ჯერ არ გვაქვს ასეთი კანონები, თუმცა ამ მოხატულ მაიმუნებს დავაპატიმრებთ ან გავაძევებთ ჩვენი ქვეყნიდან, რადგან ეს ნაგავი აქ საჭირო არ არის“, – წერს უკრაინის კრიმინალური პოლიციის უფროსი.