კიევში მთავრობის სახლში უცნობი მამაკაცი შევიდა და ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრება. ინფორმაციას „უკრაინული მედია“ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ისინი მამაკაცთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
სოციალურ ქსელებში შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეოკადრები ვრცელდება.