კიევში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ ჯარედ კუშნერი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ამერიკული დელეგაცია მეტ პროგრესს ელოდება

20:42, 06.09.2026

კიევში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ჯარედ კუშნერმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ამერიკული დელეგაცია მეტ პროგრესს ელოდება.

„ჩვენ ამას ძალიან, ძალიან რთულ პრობლემად მივიჩნევთ, მაგრამ ამ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა ღირს არა მხოლოდ იმის დასადგენად, როგორ დავასრულოთ მიმდინარე ომი, არამედ იმის გასაგებად, როგორ შევქმნათ სწორი პირობები გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისთვის. ეს უკრაინას საშუალებას მისცემს, გამოიყენოს საოცარი სიმამაცე, სისწრაფე და ძალა, რომელიც ქვეყანამ ომის ბოლო წლების გადასატანად გამოიყენა“, – განაცხადა ჯარედ კუშნერმა.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპმა მათ სთხოვა, ზელენსკისა და უკრაინელი ხალხისთვის „პირადი მოკითხვა“ გადაეცათ.

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში მატარებლით ჩავიდნენ. მომლაპარაკებლების რანგში უკრაინის დედაქალაქში ეს კუშნერისა და უიტკოფის პირველი ოფიციალური ვიზიტია.

მსგავსი