კიევში მკაცრი შეზღუდვების მოხსნა იგეგმება
კიევში მკაცრი შეზღუდვების მოხსნა იგეგმება

კიევში დღეიდან მკაცრი შეზღუდვების მოხსნა იგეგმება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, უკრაინის დედაქალაქში მკაცრი შეზღუდვები აპრილის დასაწყისში დაწესდა.

დღეიდან დაგეგმილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა, კაფეებისა და რესტორნების გახსნა.

ასევე, გაიხსნება სავაჭრო და ფიტნეს ცენტრები, ხოლო სკოლების და საბავშვო ბაღების გახსნა 5 მაისიდან იგეგემება.

ძალაში რჩება ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება. პანდემიის დაწყების დღიდან, უკრაინაში კორონავირუსის 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა დარეგისტრირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 44 436-ს აღწევს.