კიევში გერმანიის საელჩომ მუშაობა განაახლა
კიევში გერმანიის საელჩომ მუშაობა განაახლა

კიევში გერმანიის საელჩომ მუშაობა განაახლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საელჩომ საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ჩვენ დავბრუნდით, გუშინ გერმანიის საელჩომ განაახლა კიევში მუშაობა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გერმანიის დროშა აღმართა საელჩოს შენობის წინ“, – ნათქვამია განცხადებაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაში ვიზიტისას აღნიშნა, რომ საელჩო იხსნება დიპლომატების მინიმალური წარმომადგენლობით და იმუშავებს შეზღუდულ ფორმატში.

გერმანიის საელჩომ კიევში მუშაობა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე შეწყვიტა.