კიევში დააკავეს მამაკაცი, რომელიც მთავრობის სახლში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა
კიევში დააკავეს მამაკაცი, რომელიც მთავრობის სახლში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაკავებული დონბასში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ვეტერანია.
მამაკაცი, რომელსაც ხელში საბრძოლო ყუმბარა ეკავა, უკრაინის მთავრობის სახლში დღეს დილით შეიჭრა.
პოლიცია მასთან მოლაპარაკებებს ერთ საათზე მეტხანს აწარმოებდა. ჯერჯერობით უცნობია, რას ითხოვდა მამაკაცი.