კიევში Buk-ი ბიზნესცენტრის შენობას დაეჯახა

00:28, 19.08.2018

კიევში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Buk-ი შემთხვევით ბიზნესცენტრის შენობას დაეჯახა. უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, კიევში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი დამოუკიდებლობის დღის აღლუმისთვის დაგეგმილ რეპეტიციაში იღებდა მონაწილეობას.

თვითმხილველების თქმით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი იაროსლავის ქუჩაზე მდებარე ბიზნესცენტრ Astarte-ს რეპეტიციის შემდეგ შეეჯახა, როცა საბრძოლო მანქანა სამხედრო ბაზაზე გადაჰყავდათ.

მსგავსი