კიევში აშშ-ის საელჩო სამთვიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
აშშ-ის დიპლომატიურმა მისიამ დედაქალაქში მუშაობა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე 10 დღით ადრე უსაფრთხოების მიზნით შეაჩერა.
ცოტა ხნის წინ კიევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია, რის შემდეგაც ვაშინგტონმა საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
მედიის ცნობით, საელჩოები გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებმა უფრო ადრე გახსნეს.