კიევში აცხადებენ, რომ უკრაინის აღმოსავლეთით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამჯერ დაირღვა
კიევში აცხადებენ, რომ უკრაინის აღმოსავლეთით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამჯერ დაირღვა

უკრაინის აღმოსავლეთით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამჯერ დაირღვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.

სროლა დასახლება პესკისთან ნაღმმტყორცნებიდან განხორციელდა. ოფიციალური კიევის ცნობით, ოკუპანტებმა ასევე გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები.

უკრაინელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. შედეგად დაღუპულები არ არიან.

პარალელურად კიევში კვლავაც ელოდებიან მაღალი რანგის სტუმრებს. დღეს უკრაინის დედაქალაქს სტუმრობს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუელ ალბარესი, რომელიც თავის უკრაინელ კოლეგას შეხვდება. ხვალ კი უკრაინაში ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს ზბიგნიევ რაუს ჩასვლას ელოდებიან. ეუთო-ს თავმჯდომარე ევროპის უსაფრთხოებაზე განახლებული დიალოგის დაწყების ინიციატივით გამოდის.