კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში გამოცხადდა
კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში ღამის განმავლობაში საჰაერო შეტევის მანიშნებელი სიგნალი ჩაირთო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის დედაქალაქთან ერთად განგაში იყო გამოცხადებული ჩერნიგოვის, პოლტავის, ჩერკასკის, ჟიტომირისა და სუმის ოლქებში. მოგვიანებით სირენა ჩაირთო ასევე დნეპროპეტროვსკის, ტერნოპოლის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და კრივოი როგის ოლქებშიც. გაისმა რამდენიმე აფეთქების ხმა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, კიევის მიმართულებით მიფრინავდნენ უპილოტო საფრენი აპარატები და მუშაობდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს ქალაქ ოდესასა და ოლქის ტერიტორიაზე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ ერთ-ერთი რაკეტა სამსართულიან სახლს მოხვდა. დაშავდა სამი ადამიანი. უკრაინის საჰაერო სამხედრო ძალების ინფორმაციით, მათ შეძლეს ოდესის მიმართულებით ნასროლი ორი რუსული რაკეტის ჩამოგდება.