კიევსა და მის შემოგარენში არსებულ ავტოგასამართ სადგურებზე ბეტონის თავშესაფრებს ამონტაჟებენ
ავტოგასამართ სადგურზე დამონტაჟებული გაბიონები
კომპანია „უკრნაფტა“ კიევსა და კიევის ოლქში არსებულ ავტოგასამართ სადგურებზე (აგს) ბეტონის თავშესაფრებს ამონტაჟებს. პირველი 13 ასეთი კონსტრუქციის განთავსება მჭიდროდ დასახლებულ რაიონებსა და ცენტრალურ მაგისტრალებთან ახლოს მდებარე აგს-ებზე იგეგმება.
„თავშესაფრებით სარგებლობა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს შეეძლება“, – აღნიშნა „უკრნაფტას“ გამგეობის თავმჯდომარემ, ბოგდან კუკურამ.
მისი თქმით, გასულ კვირას, კიევის ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე განთავსებულმა გაბიონებმა დარტყმას გაუძლეს. აფეთქება შეკავდა და ნამსხვრევების მასშტაბური გაფანტვა არ მოხდა. კუკურას განცხადებით, ამან მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ქვეითებისა და მძღოლებისთვის რისკების მინიმუმამდე შემცირება განაპირობა.
29 სექტემბრის მონაცემებით, გაბიონები დედაქალაქის რეგიონში მდებარე „უკრნაფტას“ 25 ობიექტზე უკვე დამონტაჟდა.
საჰაერო განგაშის დროს, ყვითელი ან წითელი დონის საფრთხის გამოცხადებისთანავე, „უკრნაფტას“ ავტოგასამართი სადგურები მუშაობას აჩერებენ. პერსონალი და მომხმარებლები ვალდებულნი არიან, შენობა-ნაგებობები დატოვონ და უსაფრთხო ადგილზე გადავიდნენ.