კიევსა და ხარკოვში ხალხმრავალ ობიექტებზე მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
კიევსა და ხარკოვში ხალხმრავალ ობიექტებზე მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა

რამდენიმე საათის წინ, კიევსა და ხარკოვში ხალხმრავალ ობიექტებზე მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ ინფორმაცია თითქმის ერთდროულად გავრცელდა. მედიის ცნობით, ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

კიევში ცენტრალური რკინიგზის სადგური დახურეს, საიდანაც ასობით ადამიანი გამოიყვანეს. შესასვლელები ამკრძალავი ლენტებითაა გადაკეტილი და სამართალდამცველები ასაფეთქებელ მოწყობილობებს ეძებენ. პოლიციამ შეტყობინება მიიღო სავაჭრო ცენტრ „გულივერში“ აფეთქების საფრთხის შესახებაც.
მესამე ობიექტი კიევში, რომელზეც სამართალდამცველებმა შეტყობინება მიიღეს, საავადმყოფოა.

პოლიციის ინფორმაციით, რკინიგზის სადგურიდან 900 ადამიანი გამოიყვანეს, საავადმყოფოდან – 150, სავაჭრო ცენტრის ევაკუაცია კი, ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

შეტყობინებები სამართალდამცავ უწყებაში ანონიმური ზარის მეშვეობით შევიდა.

რაც შეეხება ხარკოვს, სამართალდამცავებს იქ მეტროსადგურში არსებული საფრთხის შესახებ აცნობეს. ამის გამო, ოთხი მეტროსადგურის დახურვა გახდა საჭირო.

ხარკოვში 250-მდე ადამიანია ევაკუირებული.