კიევის სოციოლოგიური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების უმრავლესობას ტრამპის მმართველობის პირობებში სამართლიანი მშვიდობის მიღწევის არ სჯერა
კიევის სოციოლოგიური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების უმრავლესობას ტრამპის მმართველობის პირობებში სამართლიანი მშვიდობის მიღწევის არ სჯერა

კიევის საერთაშორისო სოციოლოგიური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობის პირობებში უკრაინაში უფრო – უსამართლო, ვიდრე სამართლიანი მშვიდობის მიღწევაა მოსალოდნელი.

ბოლო პერიოდში ჩატარებული რამდენიმე კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს ეკითხებოდნენ, შეუძლია თუ არა უკრაინას, სამართლიანი მშვიდობის მიღწევის იმედი ჰქონდეს პრეზიდენტ ტრამპის პირობებში. 2024 წლის დეკემბერში უკრაინელები ფრთხილ და შედარებით ოპტიმისტურ შეფასებებს აკეთებდნენ, ხოლო 2025 წლის თებერვლიდან განწყობები მნიშვნელოვნად გაუარესდა.

2024 წლის დეკემბერში გამოკითხულთა 31% მიიჩნევდა, რომ ტრამპის დროს უკრაინას შეუძლია, ელოდოს უფრო ან სრულიად უსამართლო მშვიდობას. 2025 წლის 14 თებერვლიდან 4 მარტამდე პერიოდში იმ ადამიანების წილი, ვინც საუბრობს უფრო ან სრულიად უსამართლო მშვიდობის მოლოდინზე, 58%-მდე გაიზარდა. 12-დან 22 მარტამდე პერიოდში ასეთი შეფასების მქონე უკრაინელების რაოდენობა შემცირდა, თუმცა უმრავლესობა მაინც კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამს.

ამჟამად, უახლესი მონაცემებით, 55%-ს არ აქვს სამართლიანი მშვიდობის მოლოდინი, 18% ელოდება უფრო ან სრულიად სამართლიან მშვიდობას, ხოლო კიდევ 21% თვლის, რომ ის ნაწილობრივ – სამართლიანი, ნაწილობრივ კი არასამართლიანი იქნება.