კიევის ოლქში პეჩერსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვიტალი პისანეცი გარდაცვლილი იპოვეს
კიევის ოლქში პეჩერსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვიტალი პისანეცი გარდაცვლილი იპოვეს

კიევის ოლქში პეჩერსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვიტალი პისანეცი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი გარემოებები უცნობია. მედიის ცნობით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. საქმეს გამოძიების სახელმწიფო ბიურო იძიებს.

უკრაინული მედიის ცნობით, მოსამართლე კიევის ოლქის სოფელ პოგრებიში ნაცნობთან სახლში დასასვენებლად იმყოფებოდა, შეკრებილი რამდენიმე მამაკაცი სპირტიან სასმელებს სვამდა. ზოგიერთი უკრაინული მედიასაშუალება მამაკაცებს შორის მომხდარი კამათის შესახებაც წერს.

ერთ-ერთი ონლაინგამოცემა წერს, რომ ვიტალი პისანეცმა ორი დღის წინ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირების საქმე განიხილა და საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.

ვიტალი პისანეცი უკრაინის პეჩერსკის სასამართლოში 2015 წლიდან მუშაობს. ის არის ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობის საქმეზე, ასევე იყო ევრომაიდნის მონაწილეთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა საქმეების მოსამართლე.

პეჩერსკის სასამართლოში გადაყვანამდე, მუშაობდა ლუკანსკის ოლქის ქალაქ სვერდლოვის სასამართლოში. 2011 წელს ის ამავე სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნეს. 2012 წლის ივლისში პისანეცი დაუდგენელმა პირებმა სცემეს. ის დაზიანებებით საავადმყოფოში მოხდა. მაშინ მასზე თავდასხმის მიზეზად მის პროფესიულ საქმიანობას არ გამორიცხავდნენ.