კიევის ოლქის პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, ვიშგოროდში დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა, დაშავებულია 42 მოქალაქე
კიევის ოლქის პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, ვიშგოროდში დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა, დაშავებულია 42 მოქალაქე

კიევის ქალაქ ვიშგოროდში რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა, დაშავებულია 42 მოქალაქე. ამის შესახებ კიევის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა. ამასთან, მისივე ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ექვსი ბავშვია.

ნებიტოვის ინფორმაციით, ვიშგოროდზე იერიში „X-101“-ის ტიპის რაკეტით განხორციელდა. შედეგად, დაზიანდა საბავშვო ბაღისა და სკოლის შენობაც.

გრძელდება რუსეთის დარტყმები სუმის რეგიონზე. სამიზნე რუსეთის საზღვრისპირა რეგიონები გახდა. გუშინ სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ზაპოროჟიეს, კრივოი როგისა და დონეცკის ოლქებზე. დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი.

უკრაინის გენშტაბში ამტკიცებენ, რომ რუსეთი ფარული მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება, თუმცა ვადებს არ ასახელებენ. მათივე ინფორმაციით, რუსი სამხედრო მეთაურები ემზადებიან დამატებითი ძალების შესაყვანად როგორც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე ბელარუსშიც.