კიევის მიმდებარე რეგიონში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კიევის მიმდებარე რეგიონში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კიევის მიმდებარე რეგიონში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საგანგებო მდგომარეობა არ გავრცელდება უკრაინის დედაქალაქზე, თუმცა როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, აღნიშნულ ზომას კიევში შესაძლოა, მომავალში მიმართონ.

ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად უკრაინაში გარკვეული შეზღუდვები უკვე დაწესებულია.

ქვეყნის მასშტაბით დაიხურა მაღაზიები, რესტორნები, თეატრები, შეზღუდულად ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში ახალი ტიპის კორონავირუსის 14 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის ორი კანონმდებელია. ვირუსს  ორი ადამიანი ემსხვერპლა.