კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ვასილკოვოს სანაპიროს ბორის ჯონსონის სახელს დაარქმევენ
კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ვასილკოვოს სანაპიროს ბორის ჯონსონის სახელს დაარქმევენ

კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ვასილკოვოს სანაპიროს ბორის ჯონსონის სახელს დაარქმევენ. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ნატალია ბალასინოვიჩმა გამოაცხადა.

„შესანიშნავი ამბავი, მეგობრებო, მდინარე სტუგნაზე ჩვენს ახალ სანაპიროს, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა ქალაქ ვასილკოვოს დღეს, ამიერიდან ეწოდება უკრაინის დიდი მეგობრის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონის სახელი, როგორ ის თავის თავს უწოდებს „ბორის ჯონსონუკი“. სწორედ ბორის ჯონსონი იყო ერთ-ერთი პირველი ევროპელი ლიდერი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის სრულმასშტაბიანი დახმარების აღმოჩენის შესახებ და მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის სწრაფვას, დაამარცხოს რუსი დამპყრობელი. მადლობა შენ, ბორის,“ – წერს ვასილკოვოს მერი.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ ბორის ჯონსონის სახელი დაარქვეს ოდესის მახლობლად მდებარე ქალაქ ფონტანკის ერთ-ერთ ქუჩას.