კიევის გარეუბანში ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ინფორმაციას „ბიბისი“ უკრაინის დედაქალაქში მყოფ ჟურნალისტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფეთქება გამთენიისას, დაახლობით 05:30 საათზე კიევის დასავლეთით, ბორშაგოვკას რაიონში მოხდა.
ადგილობრივი ტელეკომპანიის, „უკრაინა 24-ის“ ცნობით, რაკეტები ბელარუსის მხრიდან გაუშვეს. მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.