კიევის გარეუბანში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა

08:19, 15.03.2022

კიევის გარეუბანში ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ინფორმაციას „ბიბისი“ უკრაინის დედაქალაქში მყოფ ჟურნალისტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აფეთქება გამთენიისას, დაახლობით 05:30 საათზე კიევის დასავლეთით, ბორშაგოვკას რაიონში მოხდა.

ადგილობრივი ტელეკომპანიის, „უკრაინა 24-ის“ ცნობით, რაკეტები ბელარუსის მხრიდან გაუშვეს. მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი