კიევში, ერთ-ერთ მეტროსადგურთან აფეთქება მოხდა.
როგორც გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროსადგურ „შულიავსკაიას“ შესასვლელთან, ნაგვის ურნაში ამოქმედდა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით საღამოს რვა საათზე მოხდა.
აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა მეტროსადგურის შენობის მინები. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მეტროპოლიტენი ფუნქციონირებას შეუფერხებლად განაგრძობს.