კიევის „დინამო“ ბუფონით ინტერესდება #1TVSPORT
კიევის „დინამო“ ბუფონით ინტერესდება #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა, შესაძლოა, კარიერა უკრაინის ჩემპიონატში გააგრძელოს. იტალიელით ინტერესდება ქვეყნის ახალი ჩემპიონი კიევის „დინამო“. ეს ინფორმაცია Calciomercato-მ გაავრცელა.

43 წლის მეკარისთვის ბრძოლაში კიეველებს კონკურენციას გაუწევენ „სპორტინგი“, „ოლიმპიაკოსი“, „აინტრახტი“ და „გალათასარაი“.

ამ სეზონში ბუფონმა 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2021 წლის ივლისამდეა ძალაში.