კიევი 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების შესახებ დაპირების შესრულებას ითხოვს
კიევი 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების შესახებ დაპირების შესრულებას ითხოვს

კიევი 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების შესახებ გაკეთებული დაპირების შესრულებას ითხოვს.

როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ უსაფრთხოების თემაზე ონლაინ-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უკვე 13 წელი გავიდა ბუქარესტის სამიტიდან, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ უკრაინასა და საქართველოს მომავალში წევრობას მიანიჭებენ. ახლა ჩვენ ასეთ სიტუაციაში ვითხოვთ ამ დაპირების შესრულებას“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

ოლგა სტეფანიშინა იმედს გამოთქვამს, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე დაპირება დადასტურებული იქნება და სამიტის განცხადება წევრობის სამოქმედო გეგმის, იგივე MAP-ის მინიჭების გზას დასახავს.

უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ნატო-მ უნდა აჩვენოს, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ალიანსში.

დატოვე კომენტარი