ამერიკის შეერთებულ შტატებში შაბათს ნეისმირის სახელობის დიდების დარბაზში ახალი წევრების შეყვანის ცერემონია გაიმართა.
2018 წლის ჰედლაინერები გახდნენ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი ვარსკვლავები: ჯეისონ კიდი, სტივ ნეში, რეი ალენი და გრანტ ჰილი.
ასევე, დიდების დარბაზში შეიყვანეს: NBA-ს ყოფილი კალათბურთელი მორის ჩიქსი; WNBA-ის ვარსკვლავები ტინა ტომპსონი და კეტი სმიტი; მერილენდის უნივერსიტეტის მწვრთნელი ჩარლზ „ლეფტი“ დრისელი; NBA-ს 1976 წლის ჩემპიონი ჩარლი სკოტი, გენერალური მენეჯერი რიკ უელტსი, მოთამაშე, მწვრთნელი და გენერალური მენეჯერი როდ ტორნი; დინო რაჯა – FIBA-ს ვერსიით 50 საუკეთესო კალათბურთელს შორის ერთ-ერთი; ასევე, 1898 წელს დაბადებული ორა მეი ვაშინგტონი, რომელიც კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშე იყო კალათბურთსა და ჩოგბურთში.