კიდევ ორი წლით წყალტუბოში - „სამგურალმა“ კაპიტანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალის“ კაპიტანმა თედო კიკაბიძემ კლუბთან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
თედო კიკაბიძეს საინტერესო ისტორია აქვს. ის 2015-17 წლებში იტალიაში თამაშობდა. 2015-16 წლებში სერია D-ს „ოსტიამარეს“ მოთამაშე იყო, ხოლო 2016-17 წლებში ამავე ლიგის „ანციოში“ გადავიდა.
2017 წელს საქართველოში დაბრუნდა და „ზუგდიდში“ ჩაირიცხა, 2019 წელს კი წყალტუბოს „სამგურალში“ გადავიდა და ამ სამ წელიწადში გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე და კაპიტანი გახდა.
დასრულებულ სეზონში თედო კიკაბიძემ წყალტუბოს „სამგურალში“ 34 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა, 3 საგოლე გადაცემა შეასრულა, 8 ყვითელი ბარათი მიიღო და ამის გამო ეროვნული ლიგის 2 მატჩი გამოტოვა.