კიდევ ერთი ქართველი „ფროსინონეში“ - ფოთის „კოლხეთის“ მცველი აკაკი გიუნაშვილი იტალიაში მიდის #1TVSPORT
იტალიის სერია A-ს „ფროსინონეში“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, აკაკი გიუნაშვილი ითამაშებს, – ინფორმაციას ფოთის „კოლხეთის“ პრესსამსახური ავრცელებს.
„ფოთის „კოლხეთი 1913“-ის ფეხბურთელი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი აკაკი გიუნაშვილი იტალიაში მიემგზავრება, სადაც უფასო იჯარის წესით სერია A-ს დებიუტანტ „ფროსინონეს“ რიგებში ჩაირიცხება. წარმატებები და კარიერული წინსვლა ვუსურვოთ აკაკის აპენინებზე“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
აკაკი გიუნაშვილი
დაბადების თარიღი – 2005 წლის 1 მარტი.
პოზიცია – მცველი.
კარიერა ეროვნულ ლიგაში
2022 – „დილა“.
2023 – კოლხეთი – 15 მატჩი.
2021 წელს აკაკი გიუნაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის გუნდში თამაშობდა, სადაც მისი თანაგუნდელები იყვნენ ამჟამად „ბაზელის“ ფეხბურთელი გაბრიელ სიგუა და ლუკა პარკაძე, რომელიც მიუნხენის „ბაიერნმა“ იჯარით ავსტრიულ „ადმირაში“ გაუშვა.
გიუნაშვილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, ამჟამად კი 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში „ფროსინონეში“ „საბურთალოს“ აღზრდილი თავდამსხმელი, გიორგი კვერნაძე გადავიდა, რომელიც ბოლოს ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა, მაგრამ მისი ტრანსფერიც ფოთის „კოლხეთი 1913“-ს ეკუთვნოდა. ამ გუნდს კი ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერი მამუკა ჯუღელი მართავს.