კიბერთავდასხმის გამო, აშშ-ში რამდენიმე გავლენიანი გაზეთის ახალი ნომერი დაგვიანებით დაბეჭდეს
კიბერთავდასხმის გამო, აშშ-ში რამდენიმე გავლენიანი გაზეთის ახალი ნომერი დაგვიანებით დაბეჭდეს

კიბერთავდასხმის გამო, აშშ-ში რამდენიმე გავლენიანი გაზეთის ახალი ნომერი დაგვიანებით დაბეჭდეს.

კიბერიერიშის სამიზნე საგამომცემლო სახლი Tribune-ი გახდა, რომელიც ისეთ გამოცემებს აერთიანებს, როგორიცაა Los Angeles Times-ი, The Chicago Tribune და სხვები. შეფერხებები იყო სხვა ტიპოგრაფიებშიც, სადაც The New York Times-ი და Wall Street Journal-ი იბეჭდება.

ამერიკული მედიის ცნობით, სპეციალისტებმა გამომცემლობის კომპიუტერულ ქსელში ვირუსი აღმოაჩინეს. ამის გამო, გაზეთების ნაწილი დახლებზე რამდენიმე საათის დაგვიანებით მოხვდა.

ამერიკული მედია წერს, რომ კიბერთავდასხმა სავარაუდოდ, უცხო ქვეყნიდან მოაწყეს. თუმცა, კონკრეტულად რომელ სახელმწიფოზეა საუბარი, ჯერ უცნობია. უცნობია ისიც, შეძლეს თუ არა ჰაკერებმა კომპიუტერში არსებული პირადი მონაცემების მითვისება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.