კიბერსპორტი ოლიმპიურ აღიარებამდე ჯერ შორსაა
კიბერსპორტი ოლიმპიურ აღიარებამდე ჯერ შორსაა

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, მეშვიდე ოლიმპიური სამიტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ოლიმპიური მოძრაობის ყველა ლიდერმა მიიღო. სამიტის წევრებმა განიხილეს კიბერსპორტის ოლიმპიურ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა და იმ აზრამდე მივიდნენ, რომ ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

სულ გამოყვეს ასეთი გადაწყვეტილების ოთხი მიზეზი:
– ზოგიერთი კომპიუტერული თამაში შეუსაბამოა ოლიმპიურ ღირებულებებთან;
– სათამაშო ინდუსტრია ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვეულებრივ სპორტულ თამაშებს ცვლის ვირტუალური თამაშები, რომელიც რეალობასთან არის მიახლოებული.
– ინდუსტრია არ არის ერთი მთლიანი. კომერციული კომპანიები ებრძვიან ერთმანეთს ლიდერობისთვის.
– ინდუსტრია ეფუძნება კომერციას. ეს იმ დროს, როცა სპორტის ნებისმიერი სხვა სახეობა, მხოლოდ თავისი ღირებულებებს ეყრდნობა.

მიუხედავად ამისა, სამიტის წევრები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მომავალშიც უნდა ჰქონდეს კავშირი კიბერსპორტთან და ახალი შესაძლებლობები შეისწავლოს.