საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ცნობით, საქართველოს პირველი e-როვნული ჩემპიონი გამოვლინდა.
ლადო ონიანმა ჩემპიონობა 2 ტურით ადრე გაინაღდა. მან 24 შეხვედრაში 60 ქულა დააგროვა და კონკურენტებისთვის მიუღწეველი აღმოჩნდა – მეორე ადგილზე ნიკა ასათაშვილია (51 ქულა), მესამეზე – გიორგი გოგოლი (47).
„ლადო ონიანის შედეგი – 30 თამაშიდან30 მოგება. eროვნულ ლიგას ღირსეული ჩემპიონი ჰყავს. ეს 86-ე ადგილია მსოფლიოში“ – წერს საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი.
საქართველოს პირველი e-როვნული ჩემპიონი ლადო ონიანმა ლიგა ონლაინში მიიღებს მონაწილეობას, სადაც 24 ქვეყნის მოთამაშე იქნება წარმოდგენილი. მასთან ერთად, საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი ეყოლება.