E ლიგაში ნახევარფინალური წყვილები გაირკვა
E ლიგაში ნახევარფინალური წყვილები გაირკვა

საქართელოს ფეხბურთის ფედერაციის და კიბერსპორტის ფედერაციის ორგანიზებული E ლიგის გათამაშება დასკვნით ფაზაში შევიდა. ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ყველა ნახევარფინალისტი გაირკვა.

„ა“ ჯგუფი

გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი) – გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ) 0:2

გიორგი კახელიშვილი (მერანი) – გიორგი ფანცულაია (ტორპედო) 0:4

გიორგი ფანცულაიამ (ტორპედო), ისევე როგორც სანდრო ალთუნაშვილმა (საბურთალო), 9 ქულა დააგროვა, მაგრამ „საბურთალოს“ ნახევარმცველი პირველ ადგილზე ბურთების უკეთესი სხვაობით გავიდა.

„ა“ ჯგუფი – ცხრილი

„საბურთალო“ – 9 ქულა

„ტორპედო“ – 9 ქულა

„დინამო“ თბ – 6 ქულა

„ლოკომოტივი“ – 6 ქულა

„მერანი“ – 0 ქულა

„ბ“ ჯგუფი

ჯაბა ჯიღაური (დინამო ბთ) – ზურაბ ღირდალაძე (სამტრედია) 0:4.

ლუკა კიკაბიძე (ჩიხურა) – გიორგი ჩოჩიშვილი (დილა) 3:2.

„ბ“ ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე „თელავი“ და „სამტრედია“ იასპარეზებენ. გიორგი ჩოჩიშვილი (დილა) ლუკა კიკაბიძესთან (ჩიხურა) დამარცხდა, პირველ ადგილზე გასვლის შანსიც დაკარგა და ნახევარფინალს გამოეთიშა. მას ქულებით ზურაბ ღირდალაძე (სამტრედია) გაუთანაბრდა და მეორე ადგილი ბურთების უკეთესი სხვაობით დაიკავა.

„ბ“ ჯგუფი

„თელავი“ – 9 ქულა.

„სამტრედია“ – 7 ქულა.

„დილა“ – 7 ქულა.

„ჩიხურა“ – 6 ქულა.

„დინამო“ ბთ – 3 ქულა.

შემდეგ ეტაპზე ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გუნდი გავიდა. ნახევარფინალში ორი თამაში 3 და 4 მაისს ჩატარდება (პირობითად, სახლსა და გასვლაზე), ხოლო ფინალი – 6 მაისს.

ნახევარფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

3 მაისი

„საბურთალო“ – „სამტრედია“

„თელავი“ – „ტორპედო“

4 მაისი

„სამტრედია“ – „საბურთალო“

„ტორპედო“ – „თელავი“