კიბერდანაშაულებრივი დაჯგუფება „დარქ საიდის“ ლიდერების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, აშშ-მა ჯილდოს სახით 10 მილიონი დოლარი დააწესა
კიბერდანაშაულებრივი დაჯგუფება „დარქ საიდის“ ლიდერების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, აშშ-მა ჯილდოს სახით 10 მილიონი დოლარი დააწესა

კიბერდანაშაულებრივი დაჯგუფება „დარქ საიდის“ (DarkSide) ლიდერების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, აშშ-მა ჯილდოს სახით 10 მილიონი დოლარი დააწესა.

ამ სახით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კიბერგამოძალვის ფაქტების აღკვეთას ცდილობს. ვაშინგტონი აღნიშნულ დაჯგუფებას მიმდინარე წლის მაისში მთავარი ნავთობსადენის ფუნქციონირების შეფერხებაში ადანაშაულებს.

აშშ-ის „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ ინფორმაციით, „დარქ საიდი“ რუსეთშია დაფუძნებული.

მაისში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, სისტემაზე წვდომის აღსადგენად „ქოლონიალ ფაიფლაინმა“ კიბერდაჯგუფებას ხუთი მილიონი დოლარი ბიტკოინებით გადაუხადა. ივნისში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა შეძლო ამ გამოსასყიდის დაახლოებით 2.3 მილიონი დოლარის დაბრუნება.