ხვიჩა კვარაცხელიას რეკორდი და სხვა ფაქტები - ერთა ლიგა 2020-21, I ტური - შაბათის მატჩების მიმოხილვა (ვიდეო)
* ხვიჩა კვარაცხელიამ ერთა ლიგის რეკორდი დაამყარა – მატჩის განმავლობაში შვიდი წარმატებული დრიბლინგი შეასრულა.
* რაჰიმ სტერლინგმა ინგლისის ნაკრების ბოლო 12 მატჩში 17 გოლში მიიღო მონაწილეობა – 11 გოლი+6 პასი.
* კაილ უოკერი ინგლისის ნაკრების პირველი ფეხბურთელია 2014 წლის შემდეგ, ვინც მოედნიდან გააძევეს.
* კილიან მბაპემ საფრანგეთის ნაკრებში ბოლო შვიდ მატჩში შვიდ გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი+3 პასი).
* ანტუან გრიზმანმა ზედიზედ მესამე პენალტი ვერ გაიტანა საფრანგეთის ნაკრებში.
* ერთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა პორტუგალიამ ხორვატიის წინააღმდეგ კრიშტიანო რონალდოს გარეშე ითამაშა.
* პირველ ნახევარ საათში, პორტუგალიას დარტყმებში უდიდესი უპირატესობა ჰქონდა: 14-1!
* პორტუგალიამ ოთხიდან სამი გოლი მეორე ტაიმში გაიტანა. ამ გუნდის ბოლო 28 გოლიდან 21 მეორე ნახევარზე მოდის.
* პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებებს შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ ერთა ლიგაზე.
* გიბრალატრმა თავის ისტორიაში მესამე ოფიციალური მატჩი მოიგო. სან მარინომდე ამ გუნდმა სომხეთი და ლიხტენშტაინი დაამარცხა.
1:0 – ყველაზე პოპულარული ანგარიშია წლევანდელ ერთა ლიგაზე – 27-დან შვიდი მატჩი დასრულდა ასეთი ანგარიშით.
A ლიგა
II ჯგუფი
დანია-ბელგია 0:2
გოლები: 0:1 დენაიერი (9), 0:2 მერტენსი (77)
ისლანდია-ინგლისი 0:1
გოლი: სტერლინგი (90+2-პენ)
ბიანდასონმა 93-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა
III ჯგუფი
შვედეთი-საფრანგეთი 0:1
გოლი: 0:1 მბაპე (41)
პორტუგალია-ხორვატია 4:1
გოლები: 1:0 ჟოაო კანსელო (41), 2:0 დიოგო ჟოტა (58), 3:0 ჟოაო ფელიქსი (70, 3:1 პეტკოვიჩი (90+1), 4:1 ანდრე სილვა (90+4)
C ლიგა
I ჯგუფი
აზერბაიჯანი-ლუქსემბურგი 1:2
გოლები: 1:0 შეიდაიევი (44), 1:1 კრივოციუკი (49-საკ. კარში), 1:2 როდრიგეში (72-პენ)
კვიპროსი-მონტენეგრო 0:2
გოლები: 0:1 იოვეტიჩი (60), 0:2 იოვეტიჩი (73)
II ჯგუფი
მაკედონია-სომხეთი 2:1
გოლები: 1:0 ალიოსკი (6-პენ), 2:0 ნესტეროვსკი (39-პენ), 2:1 ბარსეგიანი (90-5-პენ)
ესტონეთი-საქართველო 0:1
გოლი: 0:1 კაჭარავა (33)
D ლიგა
II ჯგუფი
გიბრალტარი-სან მარინო 1:0
გოლი: 1:0 ტორილია (43)