ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ტიტული ახალ სეზონში – „პარი სენ-ჟერმენმა“ ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

00:57, 13.08.2026

ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონი შესანიშნავად დაიწყო, ევროპის სუპერთასის ფინალში „ასტონ ვილას“ გაუტანა და „პარი სენ-ჟერმენს“ სეზონის პირველი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:1.

ზალცბურგის „რედ ბულ არენაზე“ გამართული შეხვედრის მე-20 წუთზე პარიზელების ქართველმა ვარსკვლავმა შეტევა მარცხენა ფლანგიდან განავითარა, მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა და ფრანგული გრანდი წინ გაიყვანა.

მართალია, ინგლისელებმა 45-ე წუთზე 17 წლის ბრაიან მაჯოს გოლით წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ 61-ე წუთზე დეზირე დუემ „ასტონ ვილას“ მეორე ბურთი გაუტანა და „პარი სენ-ჟერმენმა“ ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

მსგავსი