კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა, დავითაშვილის ასისტმა „სენტ-ეტიენი“ გავარდნისგან ვერ იხსნა, მიქაუტაძემ ლაკაზეტი გააცილა #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 1-ში, ბოლო ტურის შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ „ანჟერს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მეორე ნახევარში გამოჩნდა. გუნდში ბოლო შეხვედრა ჩაატარა ალეკსანდრ ლაკაზეტიმ, რომელმაც დუბლი შეასრულა და 79-ე წუთზე მოედნიდან ოპვაციებით გააცილეს, მის ნაცვლად კი მოედანზე ქართველი თავდამსხმელი გამოჩნდა.
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და „ოსერთან“ 90 წუთი ითამაშა. პარიზელებმა 3:1 მოიგეს, თუმცა შესვენებამდე სტუმრები წინ იყვნენ – 1:0. მეორე ტაიმის 59-ე წუთზე წონასწორობა ხვიჩა კვარაცხელიამ აღადგინა, 87-ე წუთზე კი საფრანგეთში გადასვლის შემდეგ პირველად შეასრულა დუბლი.
ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ „ტულუზასთან“ საშინაო შეხვედრა 2:3 დათმო, ქართველმა შემტევმა კი საგოლე გადაცემა შეასრულა. ზურიკოს გუნდმა მატჩი ცუდად დაიწყო – პირველ ტაიმში ორი გოლი გაუშვა. შესვენებამდე გუნდმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და თამაშის გადარჩენას შეეცადა. მაგრამ „სენტ-ეტიენმა“ მეტი ვერაფერი შეძლო.
„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, მაგრამ სეზონი დასამთავრებელი აქვს – ხვიჩას გუნდი 24 მაისს საფრანგთის თასის ფინალში ითამაშებს, ხოლო 31 მაისს – ჩემპიონთა ლიგის ფინალში. „ლიონი“ მე-6 პოზიციაზე გავიდა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა, ხოლო „სენტ-ეტიენი“ ლიგა 2-ში დაქვეითდა.