ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნს“ გაუტანა და ანგარიში 1:1 გახადა.

საქართველოს ნაკრების წევრმა თავის გამოჩენა 24-ე წუთზე მოახერხა. მანამდე გოლი „ბაიერნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ჰარი კეინმა გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ეს გოლი ხვიჩა კვარაცხელიასთვის მეცხრეა. მის ანგარიშზე ასევე არის ხუთი საგოლე გადაცემა.