ხვიჩა კვარაცხელიამ „ბაიერნთან“ შეხვედრაში მეორე გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფიანალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნთან“ მეორე გოლი 56-ე წუთზე გაიტანა. მალევე, 58-ე წუთზე გერმანული გუნდის კარში დუბლი უსმან დემბელემაც შეასრულა და ანგარიში 5:2 გახდა.
ამ შეხვედრაში კვარაცხელიამ პირველად თავი 24-ე წუთზე გამოიჩინა. საერთო ჯამში, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ამ მომენტისთვის კვარაცხელიას ანგარიშზე 10 გოლია.