ხვიჩა კვარაცხელია „უნიონ ბერლინთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა - ქართველს უეფა-მ ჯილდო გადასცა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემით „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინში „უნიონი“ დაამარცხა. ქართველის პასით მატჩის ერთადერთი გოლი ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა.
ქართველმა თავდამსხმელმა ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო. ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო პორტალებმა, Whoscored-მა და Flashscore-მა 8.1 ქულა დაუწერეს, ხოლო Sofascore-მა – 7.8 ქულა.
რაც მთავარია, 22 წლის ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ტურნირის ორგანიზატორმა, უეფა-მ აღიარა და სპეციალური ჯილდო გადასცა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „უნიონ ბერლინთან“ საგოლე გადაცემა მატჩის 65-ე წუთზე შეასრულა. მან ორი მცველი ეფექტურად ჩამოიცილა და საკუთარი თანაგუნდელი კარგ პოზიციაში მონახა.